კრიმინალი

თელავში 35 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს

თელავში 35 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი არჩილ მაისურაძეა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

საქმეს კახეთის პოლიციის სამხარეო სამმართველო იძიებს.

კომენტარები