კრიზისი უკრაინაში

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ტანკები შევიდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ტანკები შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ქალაქ სნეჟნოეს მიდამოებში სამი რუსული ტე-72 აღმოაჩინეს, ერთი მათგანი უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს.

უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის სპეციალური დერეფნებია გამოყოფილი, სადაც ფილტრაციისა და დევნილთა დახმარების პუნქტებია მოწყობილი. ძალოვნების განცხადებით, ისინი ტერორისტებს საბრძოლო მოქმედების ზონის დატოვების საშუალებას არ მისცემენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ. მისი თქმით, სეპარატისტები ამისთვის მზად არიან. სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხს რუსეთი ჯერჯერბით არ აყენებს.

კომენტარები