NATO-უკრაინა

რასმუსენი: NATO დაეხმარება უკრაინას თავდაცვის სექტორის რეფორმირებაში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, უკრაინის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ NATO მოუთმენლად ელოდება პრეზიდენტ პოროშენკოსთან თანამშრომლობას. განცხადება NATO ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

"საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით უკრაინელმა ხალხმა გამოხატა თავიანთი ნება ერთიანი, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის მიმართ.

მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობა ქვეყნის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს და გააგრძელებს იკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომლებიც მან არჩევნებამდე დაწყო. NATO რჩება ერთგული უკრაინის ფართო რეფორმების მხარდაჭერაში, NATO-უკრაინის კომისიის ფარგლებში. ჩვენ  ამ დროისთვის ვასრულებს ყოვლისმომცველ ზომებზე მუშაობას, რომელიც უკრაინას დაეხმარება და მხარს დაუწერს ქვეყნის უსაფრხოების და თავდაცვის სექტორების რეფორმირებას. 

უკრაინა ნატო-ს დიდი ხნის და აქტიური პარტნიორია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პრეზიდენტ პოროშენკოსთან თანამშრომლობას. ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერეს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია გენერალური მდივდნის განცხადებაში. 

 

კომენტარები