ეკონომიკური ზრდა

ხადური: დაბალი ეკონომიკური ზრდა კაზინოებში შემცირებულმა ბრუნვამ გამოიწვია

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, აპრილის თვეში დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი კაზინოებსა და სათამაშო ბიზნესში შემცირებულმა ბრუნვამ გამოიწვია. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რით ახსნის იმას, რომ აპრილის თვეში 2,7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

"დარგობრივი ანალიზის გაკეთება ძალიან რთულია. მაგრამ, მე მაინც გეტყვით. ის, რომ არ არის მაღალი ზრდა, გამოწვეულია კაზინოებში და სათამაშო ბიზნესში შემცირებული ბრუნვებით. მე შემიძლია ეს ოფიციალურადაც გამოგიქვეყნოთ, მაგრამ ამაზე დაწვრილებით სამშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გესაუბრებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქსტატის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა აპრილის თვეში მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, როდესაც ეს მაჩვენებელი მარტში 8.3%, თებერვალში 5.6%, იანვარში კი 8.2%-ს უტოლდებოდა. 

კომენტარები