წმინდა სინოდის სხდომა

წმინდა სინოდმა ოთხი ახალი ეპისკოპოსი გამოარჩია

წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე ოთხი ეპისკოპოსი გამოარჩია. ამის შესახებ მეუფე ზოსიმემ თქვა. 

1. ამერიკისა და კანადის ეპარქია ცალკე გავიდა და მას არქიმანდრიტი საბა ინწკირველი უხელმძღვანელებს;
2. არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე ბენილუქსის ქვეყნების ეპისკოპოსი იქნება;
3. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიებს არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი უხელმძღვანელებს;
4. ხოლო ჰერეთში, აზერბაიჯანში ეპისკოპოსი არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი იქნება;

დღესვე, სინოდმა წმინდანად შერაცხა პირველი მღვდელთმთავარი იოანე და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ პატრიარქის განცხადება დაამოწმა. კონკრეტული საკითხები, რომელზეც სინოდმა დღეს იმსჯელა, გაწერილი იქნება განჩინებაში, რომელიც საჯარო რამდენიმე საათში გახდება.

კომენტარები