უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება

www.telegraph.co.uk

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ 300 ხმით მიიღო. უკრაინის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია უმაღლეს რადაში გაიმართება.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით, პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54,7%-ით გაიმარჯვა.

პეტრო პოროშენკო უკრაინის რიგით მეხუთე პრეზიდენტია.

კომენტარები