სასჯელაღსრულების სამინისტრო

ომბუდსმენის აპარატისთვის ხელის შეშლის გამო, ციხის უფროსის მოადგილე გადააყენეს

http://www.mcla.gov.ge/

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო, სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების N7-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის შესახებ.

"ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. გარდა ამისა, მითითება მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები" - აცხადებს სამინისტრო.

უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის წარმომადგენლებისათვის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს 8 მაისს მიმართა.

კომენტარები