აფხაზეთი

ზაქარეიშვილი: ანქვაბის გადადგომა მოულოდნელი იყო

ანქვაბის გადადგომა თბილისისთვის მოულოდნელი იყო - ეს ფაქტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღიარა.

აფხაზეთში მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა.

სოხუმში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისში შიშობენ, რომ ეს მოვლენები ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთში ახალ საფრთხეს შეუქმნის.

გამოსვლებს აფხაზეთში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებენ.

სოხუმელი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ტაბულასთან საუბარში ქართველების დეპორტაციის საშიშროებას უარყოფს.

ექპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ანქვაბის გადაყენების შემდეგ აფხაზეთზე რუსეთის გავლენა გაიზრდება.

კომენტარები