ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტალში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, სკვერში შელაპარაკება მოხდა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილის შესწავლა უკვე დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე ცნობილია ბრალდებულის ვინაობაც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





