ჯანდაცვის მინისტრი

სერგეენკო: მძიმედ დაავადებული ბავშვების დასაფინანსებლად ფონდი შეიქმნება

ipress.ge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასაფინანსებლად ერთგვარი სოლიდარობის ფონდი შეიქმნება". როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს უთხრა, ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ იქნება და, სავარაუდოდ, თვე-ნახევარში ჩამოყალიბდება.

"ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობის ფონდი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში აღარ იქნება, ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, ასეთი ფონდების ფუნქციაა ე.წ. პიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეს იქნება ჯანდაცვა თუ მომავალში სოციალური მოთხოვნები. ფინანსური ნაკადების მობილიზაცია იქნება ერთგვარი ინოვაციური მეთოდი და ამის შესახებ ფონდის მომავალი ხელმძღვანელობა ისაუბრებს. წინამოსამზადებელი სამუშაოების, წინა მემორანდუმების გაფორმების პერიოდის კონსულტაციები უკვე დასრულებულია. ვფიქრობ, ფონდი, როგორც სტრუქტურა, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, დაახლოებით თვე-ნახევარში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები