გამოსვლები აფხაზეთში

პრემიერი აფხაზეთის მოვლენებზე: ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

https://www.facebook.com/GaribashviliOfficial

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გურიას სტურმობს, სადაც მან მერობის და მუნიციპალიტეტის გამბლებლობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერი მოსახლეობას ხვდება. შეხვედრების მიმდინარეობისას პრემიერს "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა კითხა თუ რა კომენტარს გააკეთებს ის აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე და რა პრევენციებს ატარებს ხელისუფლება, რომ მოსალოდნელი რისკები თავიდან ავიცილოთ.

ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"ამ ეტაპზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვაკვირდებით ყურადღებით, მოგვიანებით შეგატყობინებთ", - განაცხადა პრემირმა. 

კომენტარები