გამოსვლები აფხაზეთში

ლაკერბაია: ჩვენი მიზანია ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნოთ

Ria Novosti

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის, ე.წ. პრემიერ მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება და მისი თქმით, აფხაზეთში სიტუაციას კვლავ ანქვაბი მართავს სიტუაციას. 

"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ღმერთი დაგვეხმარა სისხლისღვრა თავიდან აგვეცილება. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა... რაც აფხაზეთში მოხდა, არაკონსტიტუციურია და ჩვენი მთავარი მიზანია, ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ჯერ ისევ აქ არის. ჩვენ შუამავლების იმედი გვაქვს", - განაცხაა ლაკერბაიამ. 

 

კომენტარები