კრიზისი უკრაინაში

დონეცკში სეპარატისტთა შორის დაპირისპირება მოხდა

Reuters

ქალაქ დონეცკში სეპარატისტთა სხვადასხვა დაჯგუფებას შორის დაპირისპირება მოხდა.

ე.წ. ბატალიონ ვოსტოკის მებრძოლებმა გუშინ საოლქო ადმინისტრაციის შენობა ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი, იქ მყოფი სეპარატისტი აქტივისტებისგან გაწმინდეს. მათ შენობის გარშემო აგებული ბარიკადების დემონტაჟიც დაიწყეს. პრორუსი ტერორისტების მეთაურები აცხადებენ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენცია მაროდიორობასთან ბრძოლის მიზნით აიღეს, რადგან იქ მყოფმა აქტივისტებმა ქალაქის სუპერმარკეტების ძარცვა დაიწყეს.

სეპარატისტებმა 26 მაისს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებაში დაღუპული მებრძოლები რუსეთში გადაასვენეს. სეპარატისტთა ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 33 რუსეთის მოქალაქეა იდენტიფიცირებული.

კომენტარები