NATO-რუსეთის ურთიერთობა

ამერიკელი კონგრესმენები: NATO-მ რუსეთისთვის დამზადებული MISTRAL-ები შეიძინოს

ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფმა, რომელთა შორის მაიკ ტერნერი და ელიოტ ენჯელი არიან, NATO-ს გენერალურ მდივანს მიმართა თხოვნით, რუსეთისთვის განკუთვნილი მისტრალის ტიპის სამხედრო გემები შეიძინოს ან იჯარით აიღოს.

მისტრალის ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მშენებლობა საფრანგეთში მიმდინარეობს, პირველი მათგანი რუსეთმა წელს უნდა მიიღოს. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, საფრანგეთი ამ კონტრაქტის გაუქმებისგან თავს იკავებს. კონგრესმენების აზრით, სამხედრო ხომალდები NATO-ს პოტენციალს გააძლიერებს, პუტინი კი მიიღებს სიგნალს, რომ ალიანსი მისი ქმედებების წახალისებას არ აპირებს.

კომენტარები