ფარული მოსმენები

პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონი პირველი მოსმენით მიიღო

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ერთხმად – 97 ხმით მიიღეს.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შედის.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, პირველი მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, მაგრამ კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა.

კომენტარები