კრიმინალი

გვიან ღამით თბილისში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გვიან ღამით თბილისში 19 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ახალგაზრდა ცივი იარაღით ფეხშია დაჭრილი. 

დაზარალებულმა ტაქსით საირმის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისვლა შეძლო, საიდანაც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები