კრიზისი უკრაინაში

ეუთო: დონეცკში ეუთოს მისიის წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება

უკრანის დონეცკის ოლქში ეუთოს დამკვირვებლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ეუთოს განცხადებით, მათ კონტაქტი დაკარგეს სადამკვირვებლო მისიის ოთხ წევრთან. ეუთო ცდილობს მათთან დაკავშირებას. მისიის ერთ-ერთი წევრი ესტონელია, ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, მათი თქმით, სადამკვირვებლო მისიის წევრები ამბოხებულთა მიერ არიან დაკავებულნი. სამინისტრო მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.  

მისიაში ასევე ერთი დანიელი, თურქი და შვეიცარიელი პირი იმყოფებოდა და ეუთოს თქმით, ისინი უკრაინის აღმოსავლეთში, რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდნენ. 

დაახლოებით ერთი თვის წინ, ამბოხებულებმა ასევე ეუთოს მისიის წევრები ერთი კვირის განმავლობაში, სლავიანკში, დააკავეს და ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

კომენტარები