დღეს სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საჩივრის განხილვა გაგრძელდება.
26 მაისის საქმეზე, 5-წლიანი პატიმრობის შესახებ საჩივრის განხილვაზე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ პროცესს ყოფილი პრემიერმინისტრი.
მიმდინარე წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება და გაამართლა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფის ნაწილში.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სწორედ აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
მერაბიშვილი სააპელაციო საჩივრით, საქალაქო სასამართლოს განაჩენის ბათილად ცნობას ითხოვს. პროცესი 14:30 საათზეა ჩანიშნული.





