უკრაინის კრიზისი

დონეცკში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტოსადგომის ზედამხედველია
@Hy_Donetsk / unian.ua

უკრაინული საინფორმაციო პორტალის, unian-ის, ცნობით, დონეცკში, რკინიგზის სადგურთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

შემთხვევის ადგილზე მომუშავე საგამომძიებლო ჯგუფის ინფორმაციით, დაღუპული 1995 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელსაც, წინასწარი ცნობით, აღმოჩენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში. 

არაოფიციალური ინფორმაციით დაღუპული ავტოსადგომის ზედამხედველი იყო. 

დაჭრილებს შორის ერთერთი ბავშვია, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ მიუღია და საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროდა, ჯერ ცნობილი არ არის. 

კომენტარები