კრიზისი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა, სულ მცირე 13 სამხედრო დაიღუპა

reuters

უკრაინის აღმოსავლეთში სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. დღეს დილიდან ნაციონალური გვარდიის ნაწილებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განლაგებულ სეპარატისტებს შეუტიეს. ბრძოლებში სამხედრო ავიაცია მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობთ, ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სეპარატისტებმა ერთ-ერთ მდინარეზე ხიდიც ააფეთქეს. ე. წ. ლუგანსკის რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადა. სეპარატისტების ლიდერმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რეგიონში ჯარები შეიყვანოს.

სისხლიანი შეტაკება მოხდა გამთენიისას დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახასთან. გზაზე მდგომ უკრაინელ სამხედროებს სეპარატისტები მოულოდნელად დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 13 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 30-ზე მეტი დაჭრა. უკრაინელი სამხედროები ავიაციის დახმარებით სეპარატისტულ ბანდფორმირების ძებნას განაგრძობენ.

კიევი აცხადებს, რომ ძალოვნებს ტერორისტები ალყაში ჰყავთ მოქცეული და ყველა მათი შეტევა მოგერიებულია. ხელსუფლებაში აცხადებენ, რიომ აღმოავლეთ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლად ჩატარდება.

"დღეს დავიწყეთ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ყველა მიმართულებთ. მინდა დავადასტურო, რომ ყველა მიმართლებთ მტერმა უკან დაიხია. ჩვენ ალყას მანამდე შევავიწროებთ, სანამ ყველა სეპარატისტი მებრძოლის ლოკალიზებას არ მოვახდენთ" - აცხადებს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრი პარუბი.

კომენტარები