ასოცირების შეთანხმება

ბაროზო: საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებს პუტინი ხელს არ შეუშლის

telegraph.co.uk

პუტინმა დაპირება მოგვცა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულებაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაროზოს თქმით ის ელაპარაკა რუსეთის ლიდერს, რომელიც შეპირდა, რომ ის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს არ შეუშლის. ბაროზოს თქმით XXI საუკუნეში არ შეიძლება კონფრონტაციის გზით, ცივი ომის ლოგიკით ხელმძღვანელობა.

"უკრაინის ბოლო მოვლენებამდე პრეზიდენტი პუტინი ბრიუსელში იმყოფებოდა ვიზიტით. მე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მას ნათლად ავუხსენით, რომ მისგან ჩვენ ველოდებით, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოსთან ვამზადებთ და მან მოგვცა დაპირება, რომ ასე არ მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენულ უფლებას სრულად სცემს პატივს."- განაცხადა ბაროზომ

კომენტარები