Tbilisi Open Air

6, 7 და 8 ივნისს TBILISI OPEN AIR 2014 გაიმართება

6, 7 და 8 ივნისს TBILISI OPEN AIR 2014 გაიმართება. წელს ფესტივალი ბუნებაში ბრუნდება და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 72-საათიანი, ნონ-სტოპ მუსიკალური ფესტივალში მონაწილეობას ძირითადად ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. ლიტვას Alina Orlova წარმოადგენს, დიდ ბრიტანეთს Lapalux და რუსეთს - Ночные Снайперы.

წელს ფესტივალზე კანადელი მომღერალი Chinawoman-იც გამოვა.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნიკა მაჩაიძე, Chinawoman, Kung Fu Junkie და სხვა შემსრულებლები. 

ბილეთების გაყიდვა 26 მაისიდან დაიწყება. ერთდღიან კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია, ხოლო სამდღიანი აბონემენტი 30 ლარი ღირს. 

ფესტივალზე იმუშავებს ბარი და კვების ობიექტები. ლისის ტბის ტერიტორიაზე ტაბულას კუთხეც მოეწყობა.

Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულობით, ღია ცისქვეშ ტარდება. გასულ წელს ფესტივალის ჰედლაინერი როკჯგუფი Deep Purple საქართველოში ძირითადი შემადგენლობით ჩამოვიდა.

კომენტარები