Tbilisi Open Air

Lisi Wonderland-ში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიმართა [PHOTOS]

23-25 ივნისს უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიმართა. 3-დღიან ღონისძიებაზე 4 სცენა და 60-ზე მეტი არტისტი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ სცენაზე ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელი შემსრულებლები, მათ შორის, ბრიტანელი არტისტი ტომ ოდელი, ირლანდიელი რეპერი, რეჯი სნოუ და გერმანული ჯგუფი Moderat-ი დადგნენ.

მთავარი სცენაზე გამოსვლების დასრულების შემდეგ, ფესტივალზე ასულ მსმენელებს Eye Stage-ზე, Zion Garden-სა და Singer Stage-ზე სხვადახვა ჟანრის შესრულებელი არტისტების მოსმენა შეეძლოთ.

Tbilisi Open Air ტრადიციული მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან რეგულარულად ტარდება. თავისუფლება, მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, თანასწორუფლებიანობა – ეს ის უმთავრესი იდეები და ღირებულებებია, რომელთა გარშემოც უკვე მე-14 წელია ათეულობით ათასი ადამიანი იკრიბება.

კომენტარები