კრიზისი უკრაინაში

დეშჩიცა: რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრების მიდამოებს არ ტოვებენ

www.day.kiev.ua

ვლადიმირ პუტინის განცხადების მიუხედავად, "რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრების მიდამოებს არ ტოვებენ". ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშჩიცამ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსი პოლიტიკოსების განცხადებები იმის შესახებ, რომ ჯარს გაიყვანენ, მხოლოდ დეკლარაციად არ დარჩება. თუმცა ამ მომენტისთვის ამის დადასტურება არ შეგვიძლია", - თქვა დეშჩიცამ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით კი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია და უკრაინაში ახალი სტარტის რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ის შესაძლოა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუმცა არსებობს აღმოსვლეთ უკრაინის რიგ რაიონებში არჩევნების ჩაშლის საშიშროებაც.

კომენტარები