პატიმართა შეწყალების კომისია

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიას ელისაშვილი აღარ უხელმძღვანელებს

radiotavisupleba.ge

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიას ალეკო ელისაშვილი აღარ უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, ელისაშვილს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის გამო შეუწყდა. ის კენჭს საინიციატივო ჯგუფის სახელით საბურთალოს მაჟორიტარად იყრის. 

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია ძველი შემადგენლობით, ელისაშვილის გარეშე გააგრძელებს მუშაობს. შეწყალების კომისიაში შედიან: უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, იურისტი თამარ ხიდაშელი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. 

კომენტარები