პატიმართა შეწყალების კომისია

გოგორიშვილი: ბესელია პირდაპირ ემუქრება ელისაშვილს, რომ დააკავებენ

ქურდს ქუდი ეწვისო, იმიტომ, რომ არავის გვარი და სახელი დასახელებული არ იყო, მაშინ როდესაც დაწყებული ფეიბუქიდან დამთავრებული საჯარო კომენტარებით, ბესელია აკეთებს ისეთ კომენტარებს, რომელიც პირდაპირი მუქარაა. ის პირდაპირ ემუქრება ალეკო ელისაშვილს, რომ დააკავებენ ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ჩვენ შეჩვეული ვართ რომ ბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი და ყოველთვის წინასწარ აანონსებს ხოლმე იმ გადაწყვეტილებებს, რასაც რამდენიმე დღის მერე პროკურატურა გაახმოვანებს, როგორც ჩანს ახლაც ასეა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, შეწყალების კომისიაში კორუფციის შესაძლო ფაქტების არსებობის შესახებ.

კომენტარები