ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადს სალომე ზურაბიშვილიც შეიტანს

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერობა სურს.

ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადს დღეს შეიტანს.

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც სურდა მონაწილეობა, თუმცა, მას ცესკომ ორმაგი მოქალაქეობის გამო, უარი უთხრა. საქართველოს გზის საპატიო თავმჯდომარემ ცესკოს უარი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ზურაბიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშიც გეგმავდა გასაჩივრებას. 

კომენტარები