საქართველოს პარლამენტი

არჩევნებთან დაკავშირებით, პარლამენტი პლენარულ სხდომებს ერთი თვით წყვეტს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პარლამენტი პლენარულ სხდომებს დროებით წყვეტს.

ერთი თვის განმავლობაში პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა საჭიროებისამებრ, შესაძლოა, კომიტეტის სხდომები ჩატარდეს.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 16 ივნისიდან განაახლებს.

დღეს კი, პარლამენტი რამდენიმე საკითხზე ჩაატარებს კენჭისყრას, მათ შორის ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პირველი მოსმენით უნდა მიიღონ. 

კომენტარები