ფარული ჩანაწერები

პარლამენტმა მოსმენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მხარი არ დაუჭირა. 18 მომხრე, 27 წინააღმდეგი - ასეთი იყო დღევანდელი კენჭისყრის შედეგები.

უმცირესობამ აღნიშნული კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიმართეს. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან საქმის გამოძიებით ნაკლებადაა დაინტერესებული. ენმ-ის წევრთა თქმით, საგამოძიებო კომისია დეპუტატებით და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდებოდა, რაც საზოგადოების მხრიდან გარკვეულ ნდობას გამოიწვევდა.

"სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც რუსთავი ორის გარშემო შეიქმნა, აუცილებელია სწორი და სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმდინარე მოვლენებს შეისწავლის და სწორ დასკვნას დადებს", - თქვა გუშინ ლევან ბეჟაშვილმა.

ინიციატივა პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე განიხილა. კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატების უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები