ფარული ჩანაწერები

გვარამია: დამიანონსეს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დაკითხვა იქნება

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შესაძლოა კიდევ ერთხელ დაკითხონ. გვარამიას თქმით, გამოძიებასთან მასთან კითხვები სავარაუდოდ, გადაცემა სხვა აქცენტებში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ექნება. გვარამიას თქმით, ჩანაწერების გასაჯაროების მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ ფარული მოსმენები ისევ გრძელდება.

"მე ვერ გავიგე, გამოძიება არის იმის წინააღმდეგ, ვინც ეს ჩანაწერები უკანონოდ შექმნა თუ ჩვენს წინააღმდეგ, რომ მოვიპოვეთ და გავავრცელეთ. ჩვენს ქმედებაში არავითარი  კანონდარღვევა არ არის. რა თქმა უნდა, იმათ ქმედებაში, ვინც ეს ჩანაწერები ფარულად და უკანონოდ გააკეთა, ძალიან სერიოზული დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ისინი ნამდვილად უნდა დაისაჯონ. ჯერჯერობით, ამ საქმეზე ჩვენ არ დავუკითხივართ. თუმცა, დამიანონსეს, რომ დაკითხვა იქნება. ამ დაკითხვაზე მივხვდებით, ჩვენ გვეხება ეს ყველაფერი თუ ამ ყველაფრის შემქმნელს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს პროკურატურა გუშინ 3 საათის განმავლობაში კითხავდა. ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებთან დაკავშირებით დაიბარეს.

კომენტარები