კრიზისი უკრაინაში

მერკელი პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას ყირიმში სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას ყირიმში სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით იმართება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

შტაინმაიერის თქმით, მერკელმა პირადად მიმართა ამის შესახებ პუტინს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა აღლუმზე პირადად დასწრებას.

შტაინაიერის თქმით, თუ პუტინი მონაწილეობას მიიღებს ყირიმში დაგეგმილ სამხედრო აღლუმში, ეს კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 9 მაისს სევასტოპოლში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს.

კომენტარები