NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 42%-ის შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნება დგას

"რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 42% ქართულ ოცნებას ასახელებს, 12% კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. კვლევაში მონაწილეთა 25%-ის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას,  ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას და ლეიბორისტული პარტიას კი, გამოკითხულთა 4-4% უჭერს მხარს.  

ამასთან, კითხვაზე, "ხვალ რომ საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" (თბილისი - 43%), 19%-მა არ იცის (თბილისი 23%), ნაციონალურ მოძრაობას კი, 12% (თბილისი - 9%) ასახელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები