NDI-ის კვლევა

NDI: 32% - სამართლიანი არჩევნების მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში აქვეყნებს.

სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას 32% მიიჩნევს, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს - 23%, ამომრჩეველთა შევიწროებას 20%, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას სამსახური შესანარჩუნებლად - 16%, ბიუჯეტიდან უსამართლოდ ფულის ხარჯვას ასევე 16%.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები