NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 19%-ის მდგომარეობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას ”საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში” აქვეყნებს. გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუარესდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 9%-თაა გაზრდილი.

კითხვაზე - ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი ხართ უკეთეს, იგივე თუ უარეს მდგომარეობაში - 13% პასუხობს, რომ უკეთესად, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან (2013 წლის ნოემბერი) შედარებით, 2%-თაა შემცირებული.

ამასთან, გამოკითხულთა 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 33% - დასაქმებულად.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები