NDI-ის კვლევა

NDI: 49% არ ამართლებს ივანიშვილის გადაწყვეტილების მიმღებად დარჩენას

გამოკითხულთა 49% არ ამართლებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად ხელისუფლებაში. მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია.

NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 41% ამართლებს ფაქტს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე კვლავაც იღებს გადაწყვეტილებას.   

NDI-ის  საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. 

კომენტარები