NDI-ს კვლევა

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა

NDI-ს გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალური და არსებული საფრთხეა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინა სოციოლოგიურ კვლევებთან შედარებით გაზრდილია. 2013 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ასე 36-36% ფიქრობდა.

ამასთან, წინა გამოკითხვებთან შედარებით, თითქმის ორჯერ არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხე არ არის. NDI-ს 2014 წლის აპრილის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხე არ წარმოადგენს,  2013 წლის ნოემბერში ასე 23% ფიქრობდა, ხოლო 2013 წლის სექტემბერში - გამოკითხულთა 25% ვერ ხედავდა საფრთხეს რუსეთში.

NDI-ს გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ "რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია". ეს მონაცემი ნოემბერსა და სექტემბერში შესაბამისად, 35% და 32% იყო. 

NDI-ის  საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). 

კომენტარები