NDI-ის კვლევა

NDI: 40% არ ამართლებს ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის გაკრიტიკებას

გამოკითხულთა 40% არ ამართლებს ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის გაკრიტიკებას - ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ ახალ კვლევაში.

18 მარტს ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. გამოკითხულთა 40% ყოფილ პრემიერმინისტრს არ ამართლებს, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ქმედება სწორი საქციელი იყო. 24%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

NDI-ის  საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. 

კომენტარები