პროკურორის ავტომანქანის დაწვა

პროკურორი: კრიმინალურმა სამყარომ სამართალდამცავებს ომი გამოუცხადა

„აპრილის ღამეს, როდესაც ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანა დაწვეს, კრიმინალურმა სამყარომ სამართალდამცავებს ომი გამოუცხადა. ამით, მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს“, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე.

30 აპრილს ბათუმში დაუდგენელმა პირმა ქარცივაძის სამსახურეობრივი ავტომანქანა დაწვა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.

ქარცივაძე აღნიშნავს, რომ დამნაშავის (ან დამნაშავეების) დასადგენად შესაბამისი ორგანოები ყველა სამართლებრივ ზომებს გაატარებენ.

„ვპირდები, რომ მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგებიან და უმკაცრესათ დაისჯებიან....არავინ იფიქროს, რომ ამით ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. პირიქით, აღნიშნულმა ჩემი საქმიანობის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. მიმაჩნია, რომ დანაშაულთან წინააღმდეგ უფრო აქტიური და დაუნდობელი ბრძოლაა საჭირო, რასაც აუცილებლად განვახორციელებ, ვიდრე საამისოდ სახელმწიფოს ნდობა და მანდატი მექნება....“ - წერს ქარცივაძე.

კომენტარები