საკონსტიტუციო კომისია

კუბლაშვილი: სასამართლო ხელისუფლებას დამოუკიდებლობისთვის გარანტიები სჭირდება

Pavle Kublashvili
Tabula

თბილისის იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ნაწილის შესახებ ისაუბრა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ეხება.

საკონსტიტუციო კომისიაში სასამართლო ხელისუფლების საკითხზე პროექტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინეს.

"ჩვენს პროექტში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის გაცილებით მეტი გარანტიებია წარმოდგენილი. მიგვაჩნია, რომ თავმჯდომარეების, მოადგილეების, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის შემცირება დაუშვებელია", - თქვა კოტე კუბლაშვილმა.

როგორც კუბლაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ ვადები ერთხელ უკვე შეამცირა.

კუბლაშვილმა პროექტში  წარმოდგენილი სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის თანახმად, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

კომენტარები