საკონსტიტუციო კომისია

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დამტკიცდა

parliament.ge

საკონსტიტუციო კომისიამ, 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიციას არ მიუღია. პარტიებმა კომისია სხვადასხვა დროს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. 

საპარლამენტო უმცირესობა, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები