ანტიდისკრიმინაციული კანონი

თადუმაძე: დაჯარიმების მექანიზმის შემოღება გამორიცხულია

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში დაჯარიმების მექანიზმის შეტანას გამორიცხავს.

„პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში სანქციები გათვალისწინებული არ იყო. მე-2 მოსმენით განხილვისას მისი შემოღება კი საკანონმდებლო მუშაობის პრინციპს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნავს შალვა თადუმაძე.

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და რელიგიურმა გაერთიანებამ სახალხო დამცველისთვის სასამართლოს გზით დაჯარიმების უფლების მინიჭება მოითხოვა.

კომენტარები