უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

არჩევნებამდე, უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი თვეში ერთხელ გაიმართება

არჩევნებამდე, რიყისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი თვეში ერთხელ გაიმართება. როგორც გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით. 

წინა პროცესებზე, გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო.

დღევანდელი სასამართლო პროცესი კი, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. სხდომაზე ორი ნოტარიუსი დაიკითხება. პროკურორ გიგა ძნელაძის განმარტებით, მოწმეები ტელეიმედთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრებენ.

კომენტარები