უკრაინა

უკრაინა კატასტროფის 28 წლის თავზე ჩერნობილს იხსენებს

ჩერნობილი
ალექსეი იაროშევსკი / RT

დღეს, 26 აპრილს, უკრაინა მსოფლიოში ყველაზე მასობრივ, ჩერნობილის ატომურ კატასტროფას იხსენებს. 

1986 წლის 26 აპრილს, დილის 1 საათსა და 26 წუთზე, ჩერნობილში ატომური აფეთქება მოხდა. 

30 ადამიანი კატასტროფის შედეგად მყისიერ დაიღუპა, თუმცა რადიაციის ეფექტი ბევრად მასშტაბური იყო. 

ინფორმაციისათვის, ჩერნობილის ატომური სადგური პირველი იყო საბჭოთა სივრცეში. კატასტროფის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა ქალაქის ევაკუირება. ამ დღეს 50 000-მდე მოსახლემ დატოვა ტერიტორია. 

კომენტარები