აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთში აშშ-ის ელჩად საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კანდიდატურა განიხილება

ჯონ ტეფტი - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტრო

ნიუ ორკ თაიმსში 19 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კანდიდატურაზე თეთრი სახლი კონგრესისთვის ჯონ ტეფტის წარდგენას გეგმავს.

ჯონ ტეფტს საკუთარი დიპლომატიური კარიერა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აქვს გატარებული. 2000-2003 წლებში ტეფტი ლიტვაში, 2005-2009 წლებში საქართველოში, ხოლო 2009-2013 წლებში უკრაინაში ასრულებდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას. როგორც ნიუ იორკ თაიმსი იტყობინება, 2014 წლიდან ტეფტი უკვე სავარაუდოდ რუსეთში შეუდგება ელჩის სამსახურის შესრულებას. 

ტეფტს ასევე ნამუშევარი აქვს მოსკოვში, რუსეთში, 90-იან წლებში და პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მმართველობაში ყოფნის პერიოდში, 2004-2005 წლებში, ტეფტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის აპარატში  ეკავა თანამდებობა. 

ტეფტის გამოცდილება პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო მისი კანდიდატურის განხილვისას რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე, ნათქვამია სტატიაში.  

გარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიპლომატიური სამსახურის გამოცდილებისა, სტატიის ავტორი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ობამას გადაწყვეტილება რუსეთში წარგზავნოს ელჩი, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწეობდა, სავარაუდოდ გააღიზიანებს პუტინს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, თეთრ სახლს ნაკლებად აწუხებს რა გააღიზიანებს კრემლს და რა არა.

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში 2012-2014 წლებში მაიკლ მაკფაული იყო. მაკფაული ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ ოპ-ედში წერს, რომ პუტინის სამთავრობო პროპაგანდა, ელჩად ყოფნის პერიოდში,  მას ხშირად წარმოაჩენდა ამერიკული იმპერიალიზმის, გარყვნილებისა და ბოროტების სახედ.

კომენტარები