ევროპარლამენტის რეზოლუცია

ფანჯიკიძე: ასოცირების ხელშეკრულება არ არის ევროინტეგრაციის ბოლო ეტაპი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა 49-ე მუხლზე. მისი თქმით, აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში საქართველო პირველად დაფიქსირდა. ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

”ეს მართლაც პირველად არის ნახსენები ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის უდაოდ ძალიან მისასალმებელი ფაქტი. რადგანაც ამ განცხადებით, ცხადია, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ივნისში, არ არის ბოლო ეტაპი ევროკავშირთან ინტეგრაციისა. არამედ ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არის კიდევ გარკვეული ეტაპები, მაგრამ ეს მიზანი უკვე არის გამოკვეთილი.

ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და სხვა პარტნიორებთან ერთად განიხილავს იმ ზომებს, რომლებიც შესაძლოა, მათ მიიღონ რუსეთის საწინააღმდეგოდ. იმისათვის, რომ შეაჩერონ არეულობა უკრაინაში. ამიტომ ეს არის პაკეტი, რომელზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილი ჯერ საბოლოოდ არაფერი არ არის”, - თქვა ფანჯიკიძემ.

კომენტარები