საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

პარლამენტი GPB-ის მეურვეობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრის

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

დღეს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს უყრის. აჭარის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გიორგი კოხრეიძის კანდიდატურა წარუდგინა, უმცირესობამ ნინია კაკაბაძე და დავით კიზირია, ხოლო უმრავლესობამ გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ნინია კაკაბაძე დეკემბრის კენჭისყრაზე არ დაამტკიცა.

სამეურვეო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. პარლამენტმა იანვარში უკვე დაამტკიცა მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა.

კომენტარები