არეულობა უკრაინაში

რუსეთი უკრაინას სამხედრო მზადების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებაში უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ რეგიონში სამხედროები იყრიან თავს და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ ამერიკელი კერძო სპეციალისტები ეხმარებიან.

”ჩვენი ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რაიონებში, მათ შორის დონეცკში, თავს იყრიან უკრაინის შინაგან საქმეთა და ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები. მათთან ერთადაა უცნობი სამხედრო ფორმირება ”მარჯვენა სექტორი”. მათი მიზანია ძალის გამოყენებით ჩაახშონ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ოპერაციაში  კერძო ამერიკული ორგანიზაცია Greystone-ის 150-მდე ამერიკელი სპეციალისტია ჩართული. ისინი სამხედრო ქვედანაყოფის ”შევარდენის” ფორმებში არიან გადაცმულნი. ამ პროვოკაციის მონაწილეები და ორგანიზატორები თავის თავზე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებენ, რადგან საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს, თავისუფლებასა და სიცოცხლეს უქმნიან. ისინი ქვეყნის სტაბილიზაციას ხელს უშლიან.

ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სახის სამხედრო მზადება, რომელიც სამოქალაქო ომის გაღვივებას უწყობს ხელს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

 

კომენტარები