უკრაინა-ევროკავშირი

ბაროზო: უკრაინა არაა მზად, ევროკავშირის წევრი გახდეს

telegraph.co.uk

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, უკრაინა არაა მზად, არც ახლა და არც ახლო მომავალში, ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

”უკრაინა არ არის მზად. არც ახლა და არც ახლო მომავალში. არც ევროკავშირია მზად, მიიღოს ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა.” - თქვა ბაროზომ.

ბაროზოს თქმით, 21 მარტს უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა აძლევს ორივე მხარეს საშუალებას, იბრძოლონ უკრაინის დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის.

კომენტარები