გიგი უგულავას საქმე

დღეს გიგი უგულავას მორიგი წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილისა და დავით ავალიანის მორიგი წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საქმე თბილისის განვითარების ფონდიდან გახარჯულ თანხებს ეხება.

დაცვის მხარის ცნობით, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, თუ რომელ მტკიცებულებებს არ სცნობს სასამართლო დასაშვებად საქმის არსებითი განხილვისთვის.

შუამდგომლობები მტკიცებულების ამორიცხვასთან დაკავშირებით, დაყენებული აქვს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ისინი მოითხოვენ მტკიცებულებების ნუსხიდან ამოღებული იქნეს საგამოძიებო უწყების მიერ, მოტყუებითა და ზეწოლის ქვეშ ბრალდებულების: დავით ალავიძის, დავით ავალიანისა და ალექსი თაბუაშვილის მიღებული ჩვენებები. ბრალდების მხარე კი მოითხოვს, რომ აღნიშნული საქმიდან ამოირიცხოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და იგივე საქმეში ბრალდებული გიორგი საბანაძის აღიარებითი ჩვენებები.

კომენტარები