IRI-ს კვლევა

ვაშაძე: IRI-ს კვლევა ადასტურებს, რომ ნარმანია 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს. ვაშაძე ამბობს, რომ ნარმანია არჩევნებზე 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

"ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ის ამ არჩევნებში 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ამას IRI-ს კვლევაც ადასტურებს.

სწორედ ამიტომაა, როგორც ჩანს, ხელისუფლება აგონიაში, ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად აგონიურ მოქმედებებს ვხედავთ, აბსოლუტურად ლოგიკაში არ ჯდება მათი მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ბევრმა ადამიანმა დასვა კითხვა - რატომ სჭირდებათ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისთვის, რომ ქვეყანაში ისევ ემოციური ფონი შექმნან და ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღოს“, -აცხადებს ვაშაძე. 

კომენტარები